დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1956 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (საკომპოზიციო).

1961-2006წწ. იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოფი (თეორიული საგნები); საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურული განყოფილების თავმჯდომარე; დააარსა პროექტი: "ქართული სიმღერის პროპაგანდა", რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა კუთხის დაბა-სოფლებში ქართული სიმღერის პროპაგანდას, ნიჭიერი ბავშვების მოძიებას; შექმნილი აქვს თხზულებები: საბავშვო, საესტრადო სიმღერები, მათ შორის: "იანვარიც მოირთვება", ოდები (მიძღვნილი საქართველოს თითოეული კუთხისადმი), გუნდები; მიღებული აქვს წლის საუკეთესო ადამიანის, წლის საუკეთესო პედაგოგის, 2005 - წლის საუკეთესო კომპოზიტორის (საესტრადო სიმღერებისთვის, 2005) წოდებები. 2010 წელს გაიხსნა მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის, მომღერალ მარო თარხნიშვილის შვილიშვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 249; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.360

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშრი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - თბილისის საპატიო მოქალაქე

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

07.05.1937